'’ევროკავშირი საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობს’’ – გიორგი მარგველაშვილი

08 მარტი 2018, 00:00 2671 ნახვა

‘’ნამდვილად მივაღწიეთ შედეგებს ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის სახით. ამ გზით ევროპა კიდევ უფრო დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა საქართველოს ევროპული მომავალი, სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგსაც შეეხო.

ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. ‘’შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში არსებული  დინამიკური პროგრესი, როგორიცაა: ასოცირების შეთანხმების ამოქმედება, აქტიურ ფაზაში შესული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ენერგეტიკულ კავშირში საქართველოს გაწევრიანება, მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რაც ყველაზე ხელშესახები სარგებელია საქართველოს მოსახლეობისთვის’’ - წერია განცხადებაში.

 

ამავე კატეგორიაში