''აყვავილებული'' ბათუმი დღეს /ფოტოამბავი/

08 მარტი 2018, 00:00 4322 ნახვა

ბათუმში გაზაფხულის შემოსვლას მარტივად იგრძნობთ. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თითქმის ყველა ქუჩაზე შეხვდებით ყვავილებით მოვაჭრეებს, ან ყვავილებით ხელში მიმავალ ადამიანებს. 

მარტის პირველ კვირაში, ორ დღესასწაულს აღნიშნავენ. სამი მარტი დედის, ხოლო 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. 

8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ  პოსტსაბჭოთა სივრცეში,  მათ შორის საქართველოშიც დღემდე რჩება.

8 მარტი კაცების მხრიდან ქალებისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოხატვის დღედ იქცა.

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა სათავეს შეერთებული შტატებიდან იღებს, როდესაც 1908 წლის 8 მარტს, გაუსაძლისი შრომითი პირობების გასაპროტესტებლად, ქუჩაში ათასობით ქალი გამოვიდა.  

წვიმიანი და ნოსტალგიური 8 მარტი... 

 

ამავე კატეგორიაში