ბათუმი სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის პირველ საერთაშორსო გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები, სამედიცინო დაწესებულებები და სასწავლებლები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები. გამოფენა ხვალ ოფიციალურად გაიხსნება და სამ დღეს გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორი ჯეონეტ ექსპოა.