‘’თავისუფლება არ მაკმაყოფილებს, ბრძოლას გავაგრძელებ'' - ირაკლი ჩხვირკია

07 მარტი 2018, 00:00 2818 ნახვა

‘’თავისუფლება არ მაკმაყოფილებს, რათქმაუნდა ბრძოლას გავაგრძელებ, სტრასბურგამდეც მივალ, გადაწყვეტილებას დაველოდები ერთი, თუგინდ ორი წელი’’ - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ირაკლი ჩხვირკიამ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიიღეს პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

‘’ ერთი და ორი კი არა, 35 ადვოკატიც, რომ მყოლოდა  ამ საქმეს არაფერი ეშველებოდა.  მაინც ის განაჩენი დადგებოდა რაც დადგა. მე დავამთავრებ მამისეიშვილის მოსამართლეობას, დავამთავრებ შავაძისა და ქარცივაძის პროკურორობას, ასევე რამდენიმე გამომძიებლის გამომძიებლობას. ასეთი ხალხი არცერთ სისტემაში არ უნდა იყოს. ისინი ადამიანებს ღუპავენ’’ - ამბობს ირაკლი ჩხვირკია.  

11-12 მარტის ბათუმის მოვლენებიდან თითქმის ერთი წლის თავზე  უდოს გადაწყვეტილებით, მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია ვადაზე ადრე პატიმრობიდან გაათავისუფლეს, საპატიმრო დაწესებულება მათ გუშინ დატოვეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი