რუსეთში დაგეგმილი კულტურული ფორუმის პარტნიორად ბათუმის მერია სახელდება

07 მარტი 2018, 00:00 2174 ნახვა

პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის კულტურის მართვის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით,  რუსეთში დაგეგმილი კულტურული ფორუმის ''რუსეთი და საქართველო: ერთმანეთთან შესახვედრად“ პარტნიორი ქალაქ ბათუმის მერიაა. 

kultura.ptz.ru წერს, რომ რუსეთის ფედერაციაში, კარელიის რესპუბლიკის დედაქალაქ პეტროზავოდსკში​, 11 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით, ბათუმის ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი კი ქ. ბათუმის მერიაა. 

ამ ფაქტის გამო, ბათუმის მერია ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში დაადანაშაულა ნაციონალურმა მოძრაობამ. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ეს ფორუმი რუსეთის პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

"ბათუმის მერია ერთ-ერთი მხარდამჭერია ფორუმის, რომელიც პუტინის ფონდი აფინანსებს. დაუშვებელია მსგავსი რამ მაშინ, როცა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და ტატუნაშვილის ცხედარი ამ დრომდე ოჯახისთვის არ გადაუციათ" - ამბობს მირდატ ქამადაძე. 

ოპოზიცია ცენტრალურ ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ბათუმის მერიაში კი ამ ფაქტზე განცხადებას არ აკეთებენ. პრესსამსახურში ამბობენ, რომ მერია ოფიციალურ განმარტებას, წერილობით სახით, სოციალურ მედიაში გაავრცელებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი