ფაროსანასთან ბრძოლა-სპეციალისტები აშშ-დან აჭარაში ვითარებას ეცნობიან

07 მარტი 2018, 00:00 2144 ნახვა

რა ვითარებაა აჭარაში აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით_ საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი სპეციალისტები არსებულ ვითარებას ქობულეთში ეცნობიან. შეხვედრის მონაწილეებს  ინფორმაცია რეგიონში მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების, შედეგების და სამოქმედო გეგმის  შესახებ აჭარის  სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიაწოდა.

ავთანდილ მესხიძემ აღნიშნა, რომ მასშტაბური ღონისძიებები გატარდა და მავნებელთან ბრძოლის პროცესში წელსაც მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი. ამერიკელი სპეციალისტები ვიზიტის ფარგლებში ფერმერებს შეხვდებიან და დაზიანებულ ნარგავებს დაათვალიერებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი