იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძეს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს ჩაბაარებს. საუბარია მოსამართლის უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებულ საბჭოს პოზიციაზე. სწორედ არგუმენტირებული წერილობითი პასუხის მიღების შემდეგ გაასაჩივრებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საბჭოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში. სარჩელს არასამთავრობო ორგანიზაცია ამზადებს. მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცედურები და ვადები შეიძლება შეიცვალოს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის მომზადებულ ინიციატივას განიხილავს. პროექტი ითვალისწინებს თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლეთა უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრას. იუსტიციის უმაღლესის საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული მოსამართლის უვადოდ დანიშვნის დროს.