დაანონსებული რეორგანიზაცია - შეფასებები

04 მარტი 2018, 00:00 2327 ნახვა

ბათუმის მერიაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები  მესამე სექტორში შეაფასეს. ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის’’ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, იმედოვნებს, რომ  მერის მიერ წარმოდგენილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით   საკრებულოს სხდომაზე დასაბუთებულ ანალიზს მოისმენენ, თუ რატომ გახდა აუცილებელი  ცვლილებების განხორციელება. ნათია აფხაზავა , იმ ადამიანებზეც საუბრობს, რომელთაც  შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდებათ. პოლიტოლოგის ასლან ლორთქიფანიძის თქმით, კი მერიაში განხორციელებული ცვლილებები აუცილებელი იყო, თუმცა ახალმა მოდელმა უკეთესი სერვისები უნდა შესთავაზოს საზოგადოებას. 

ლაშა კომახიძემ  სტრუქტურული ცვლილებები ორი დღის წინ წარადგინა. ახალი სქემის მიხედვით 101 ადამიანს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდება. მერიაში 10-ის ნაცვლად 9 სამსახური იმუშავებს. უქმდება ზედამხედველობის სამსახური და  მუნიციპალური ქონების სამსახურში გაერთიანდება.  სამსახურის უფროსებს კი აღარ ეყოლებათ მოადგილეები,  ასევე გაუქმდა და გაერთიანდა რამდენიმე აიპი. ცვლილებები შეეხო მერის რწმუნებულებსაც, შეიქმნა მუნიციპალური სერვისების სააგენტო, 30 ვაკანტური ადგილი რჩება რაზეც კონკურს გამოაცხადებენ. მერია ახალი სტრუქტურით მუშაობას 1 მაისს დაიწყებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი