უცხოეთში არალეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას ვარაუდობს ქართული მხარე მემორანდუმით, რომელიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან გაფორმდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პოლონეთთან თანამშრომლობით საქართველოდან არარეგალური შრომითი მიგრაცია კანონის ჩარჩოში მოექცევა.
დავით სერგეენკოს თქმით, დოკუმენტი ხელს შეუწყობს მიგრანტების შრომითი და სოციალური უფლებების დაცვას, ასევე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას. შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ევროპის სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს.