ქართულ- აფხაზური ურთიერთობები

03 მარტი 2018, 00:00 2298 ნახვა

ქართულ-აფხაზური  ურთიერთობებს მიეძღვნა   ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა. „ქართულ-აფხაზური საგა“ უკვე 10 წელია აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა ჩართულობით არაერთ პროექტს ახორციელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აჭარაში აფხაზური ენის სწავლების შემოღებას.

ითქვა,რომ აფხაზური ენის სწავლა  უკვე ორ სკოლაშია შესაძლებელი, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავდა აფხაზური ენის სწავლების პროგრამა და აფხაზური ენა ჩასმულია არჩევით საგნებში. შეხვედრა  ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია კლუბ ,,ბათუმის“ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში