ბიუროს სხდომა

04 ივლისი 2016, 00:00 3741 ნახვა

ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ბიუროს წევრები უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ პარმენ ჯალაღონიას და უსკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე სოფიო კახაძისა და მზიური შავაძის კანდიდატურების შესახებ მსჯელობენ. საკითხებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე წარადგენს.ხმაური მოჰყვა ბიუროს დღის წესრიგს. გიორგი მასალკინი დაინტერესდა, რატომ არ მსჯელობენ დეპუტატები, ხვალ დაგეგმილი რიგგარეშე სესიის დღის წესრიგის განსაზღვრაზე და რატომ არ იყო ცნობილი წინასწარ სესიის საკითხები. რაზეც ავთანდილ ბერიძემ განმარტა, რომ რიგგარეშე სესიის დღის წესრიგის საკითხებს არა ბიურო, არამედ თავმჯდომარე განსაზღვრავს. მისივე თქმით საკითხების შეტანის უფლება ასევე დეპუტატების 7 კაციან ჯგუფს აქვს. დეპუტატები დაინტერესდნენ აპირებს თუ არა ავთანდილ ბერიძე არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტისა და არჩევნების გერმანული მოდელის საკითხების დღის წესრიგში შეტანას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი