მეორე ლიგის პირველ ტურში ქობულეთის "შუქურა" დამარცხდა

02 მარტი 2018, 00:00 2516 ნახვა

ეროვნული ლიგა 2-ის პირველ ტურში მეორე აჭარული კლუბიც დამარცხდა. ქობულეთის "შუქურამ" შეხვედრა "ნორჩ დინამოელებთან" დათმო . მატჩი 2:3 დასრულდა.
ქობულეთელებმა პირველი ტაიმი საყაიმოდ დაასრულეს, თუმცა მეორე ნახევარში მეოტექე უკეთესად დაუხვდათ.
გოლები "შუქურადან" გიორგი ივანიაძემ და დოს რეის რამოს რაიმ გაიტანეს. მეტოქეთა მხრიდან - მამია ჟვანიამ ორჯერ, ხოლო ერთხელ ბექა ბეროშვილმა გამოიჩინა თავი.
ქობულეთის "შუქურა" მომდევნო ტურის შეხვედრას "ცხინვალის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 8 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.
შეგახსნებთ, ამ დროისთვის "ჩელე არენაზე" სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მოედანზე ხელოვნური საფარი ბუნებრივით იცვლება. გუნდი სამუშაოების დასრულებამდე საშინაო შეხვედრებს, ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი