ქობულეთის აგროსერვისცენტრში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ფერმერებს იდეების განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა გააცნეს თუ როგორ შეუძლიათ გრანტის მოპოვება და იდეების განხორციელება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების, სპორტისა და კულტურის სფეროების განვითარებას.