სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

01 მარტი 2018, 00:00 3585 ნახვა

მიმართვა პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბათუმის მერიას – მოქალაქე მირზა დოლიძე აცხადებს რომ მის საკუთრებაში უკანონოდ შეიჭრნენ, ტერიტორიის დათმობა, ან ფული მოსთხოვეს, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრნენ. იგი პოლიციას და ზედამხედველობის სამსახურს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ასახელებს შესაძლო მუქარის ავტორებს და გვიყვება რომ ამ პროცესს 15 პირი ესწრებოდა. დღეს, უკვე საქმეზე გამოძიება, უკანონო მშენებლობის ფაქტზე კი მოკვლევაა დაწყებული.

ვისი საკუთრებაა მიწა, რომელიც როგორც გაირკვა უკვე გაყიდულია, თუმცა რეესტრში კვლავ ძველი, უკვე გარდაცვლილის სახელია მითითებული? რატომ ემუქრებიან მომიჯნავე მიწის მესაკუთრეს?

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში