მამუკა ახალაძემ თანამდებობა დატოვა

01 მარტი 2018, 00:00 1734 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ თანამდებობა დატოვა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალაძემ განცხადებით უწყებას 21 თებერვალს მიმართა.

მამუკა ახალაძე თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. იგი აცხადებს, რომ პროფესიულ საქმიანობას უბრუნდება. მამუკა ახალაძე შორეული ნაოსნობის კაპიტანია. ამჟამად მის მოვალეობას მოადგილე ასრულებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად ეკონომიკის სამინისტრო კონკურსს გამოაცხადებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი