ბათუმის „დინამოს“ მარცხი პირველივე ტურში

01 მარტი 2018, 00:00 3221 ნახვა

ეროვნული ლიგა 2-ის პირველივე შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ სტუმრად „თელავთან“ დამარცხდა.

თელაველებმა „დინამოს“ მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგეს. მატჩის ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა.

ლიგა 2 -ის მომდევნო შეხვედრას ბათუმის „დინამო“ „ვიტ ჯორჯიას“ წინააღდმეგ გამართავს. მატჩი 10 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში