თამბაქოს ეპიდემიის მხრივ, საქართველო მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპაში მე-2 ადგილზეა. გაერო-ს განვითარების ფონდის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაზე საქართველოს პარლამენტში ისაუბრეს.
კვლევის თანახმად, ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ახალი დაავადებით 70 000 ადამიანი ავადდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 11 000-ია, აქედან 300-მდე ბავშვია.
დღესვე გაიხსნა საკომუნიკაციო კამპანია სახელწოდებით „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“, რომლის მიზანიც მოსახლეობის ინფორმირება და რეგულაციებისადმი მომზადებაა, რომელიც 1-ელი მაისიდან ამოქმედდება. ცვლილების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალება.