ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადის შეტანას მოითხოვენ ორგანიზაციები. მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მესამე სექტორი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმ ფონზე, როცა რუსეთის მიერ კონტროლირებადი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებსა და ამ რეგიონების მიმდებარედ ადამიანის უკანონო დაკავების, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება მასიურ ხასიათს ატარებს, ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერებასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები უნდა გამოიყენოს.