საქართველოს პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი არ მოაწერა. პროცედურის თანახმად, ახლა დოკუმენტზე ხელმოწერა და მისი გამოქვეყნება პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს. შემდეგ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება და კანონპროექტი ძალაში შევა.
შეგახსენებთ, 21 თებერვალს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტო დაძლია.
პრეზიდენტმა ვეტო სულ 11-ჯერ გამოიყენა. "მაუწყებლობის შესახებ" კანონი არის ერთადერთი ვეტოდაძლეული კანონი, რომელსაც პარლამენტიდან გადაგზავნის შემდეგ პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა.