გადასახადი არარსებული ობიექტების დასუფთავებისთვის

28 თებერვალი 2018, 00:00 1916 ნახვა

გადასახადი არარსებული ობიექტების დასუფთავებისთვის. ხულოს მუნიციპალიტეტში დღემდე მოქმედებს წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დებულება, რომლის მიხედვითაც ვაგზლების, აეროპორტების, რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის დასუფთავების მოსაკრებელი ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 6 ლარია.

გასული მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე, რომელიც ამჯამად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა კომენტრს არ აკეთებს, ხოლო ამჟამინდელი თავმჯდომარე, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო აცხადებს, რომ ტექნიკური ხარვეზი გაიპარა. საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის მსგავსად საკითხთან დაკავშირებით არც ყოფილი გამგებელი აკეთებს კომენტარს.  დეპუტატთა ნაწილს საკითხთა დაკავშირებით საუბარი არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი მუნიციპალიტეტის საკანონდებლო ორგანოში დღემდე მუშაობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი