საქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა. ზვიად ქორიძის თქმით, პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა, რომლის თანახმად, საპატიმრო დაწესებულებას დღესვე 73 მსჯავრდებული დატოვებს. მათგან 4 კი ქალია. დანარჩენ 43 მსჯავრდებულს საპატიმრო სასჯელი სხვადასხვა დოზით შეუმცირდა. შეწყალების კომისია 19 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით მუშაობდა და სულ 858 პირის საქმე განიხილა.