არასრულწლოვანთა პროსტიტუცია ბათუმში

28 თებერვალი 2018, 00:00 18641 ნახვა

არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩართვის სტატისტიკა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, მათ შორის აჭარაშიც.  

„იუნისეფისა“ და „ვორლდ ვიჟენისა“ კვლევების, ხოლო რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანის“ მოკვლევით გამოვლინდა, რომ ბათუმში 25 არასრულწლოვანია პროსტიტუციაში ჩართული, 150 კი ქუჩაში მუშაობს.  ზაფხულობით კი მათი რიცხვი იზრდება.

 „პროსტიტუციაში ჩართული მოზარდები,  ძირითადად, ბათუმის ბულვარში, საბაგიროს მიმდებარედ და კათოლიკურ ეკლესიასთან იკრიბებიან.

ასაკისა და აკრძალვების მიუხედავად, ისინი დისკო კლუბებში  ხვდებიან და დაუბრკოლებლად ყიდულობენ და მოიხამრენ  სასმელს, სიგარეტისა და ფსიქოტროპულ  საშუალებებს“ - ინფორმაცია სტუდია რეკმა მოიპოვა, რომლის საგამოძიებო ფილმი აჭარის მაუწყებლის ეთერში გავიდა.  (იხ ლინკი ქვემოთ)

ფილმში არასრულწლოვანი გოგონები ყვებიან, რომ სამართალდამცველები დისკო კლუბებში ხვდებიან, თუმცა ყურადღებას არ აქცევენ, რადგან კლუბების მფლობელები პოლიციელებთან    შეთანხმებულად  მუშაობენ.

ფილმის ერთ-ერთი გმირი სალომე (სახელი შეცვლილია)  იხსენებს, რომ პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე მოხვდა: „პოლიციელებმა გადაგვამოწმეს და მალევე გამოგვიშვეს, დაადგინეს თითქოს ალკოჰოლი გვქონდა მიღებული, თუმცა სინამდვილეში ტაბლეთები გვქონდა  ჩაყლაპული’’.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს ფაქტის გადამოწმებას.

განმარტებები შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია სტუდია რეკის ფილმში. სიუჟეტის რედაქტორი, ირმა ზოიძე აცხადებს კომენტარისთვის უწყებას რამდენჯერმე მიმართა.

როგორ ჩაერთვნენ ბავშვები პროსტიტუციაში, ფილმში ერთ-ერთი გოგონა ყვება: „ბებია მზრდიდა მამის მხრიდან, 9 წლის ასაკში სასამართლოს ძალით დედამ მასთან წამიყვანა და მის მშობლებთან ვცხოვრობდი, სადაც ჩემზე ძალადობნენ.  მოძალადეები კი ბიძა და ბაბუა იყვნენ, რომლებიც ჩემთან კონტაქტის დამყარებას ცდილობდნენ“ - იხსენებს სალომე.

ამბობს, რომ 16 წლის ასაკში ქუჩაში აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც არასრულწლოვანი გაათხოვეს ‘’15 წლის ასაკში ძალით ჩემზე 16 წლით  უფროს მამაკაცზე გამათხოვეს, ეპილეფსია ჰქონდა. ჩემზე ძალადობდა მთელი ორსულობის განმავლობაში, ამ ყველაფრის შემდეგ იძულებული გავხდი შვილი მასთან დამეტოვებინა და წამოვსულიყავი სახლიდან, სამი თვის განმავლობაში ქუჩაში მეძინა, შემდეგ კი პროსტიტუციით დავიწყე თავის რჩენა“ .

დღის ცენტრი „იალქანის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ პოლიცია პრობლემის მოგვარებაში მხოლოდ მაშინ ერთვება, თუ ტრეფიკინგის ფაქტი ფიქსირდება.

„ძალიან მკაცრია კანონები არასრულწლოვანების პროსტიტუციაში ჩართვის გამო, მაგრამ მხოლოდ ფაქტზე თუ არ წავასწარით ისე რეაგირება არ ხდება. არასრულწლოვნების პროსტიტუცია ხშირად ორგანიზებულ სახეს იღებს,“ - ამბობს თეონა აბაშიძე.  

საქართველოს კანონმდბლობით არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. იგივე ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ან წინასწარი შეცნობით,  არასრულწლოვნების მიმართ პროსტიტუციაში ჩაბმისაგან სარგებლის მიღება 5 დან 7 წლამდე   პატიმრობას ითვალისწინებს.

არასრულწლოვანთა პროსტიტუციაზე სტუდია რეკმა 12 წუთიანი ფილმი მოამზადა. ავტ. ნაზი რეხვიაშვილი

 

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი