შუახევის მოსახლეობა დაბის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების დამონტაჟებას და ბათუმი-ახალციხის შუახევის მონაკვეთზე სიჩქარის შემზღუდველი და გადასასვლელების აღმნიშვნელი ნიშნების დადგმას ითხოვენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ზებრა გადასასვლელები არასდროს ყოფილა დახაზული.
შუახევის მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიამ უკვე მიმართა საქართველოს საგზაო დეპარტამენტს და მარტის ბოლომდე საგზაო ნიშნები დამონტაჟდება. რაც შეხება ცენტრის ტერიტორიაზე პარკინგის პრობლემას შესაბამისი ნიშნულების განსათავსებლად თვითმმართველობა იზრუნებს და თანხები ბიუჯეტის ცვლილების დროს გაიწერება.