ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ზაფხულის სეზონს სიახლეებით ხვდება. მაისის ბოლოდან რუსული „ლოუ-კოსტერი“ ,,პობედა ეარლაინსი” დონის როსტოვიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისების შეასრულებას გეგმავს. როგორც “მთავარს” ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, რეისები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ,,ფლაი დუბაი” ზრდის სიხშირეს ავიარესებს წელს უკვე ყოველდღიურ რეჟიმში შეასრულებს. ასევე კიდევ ერთი რუსული ავიახაზებია ,,იუ ტი ვი” ფრენებს ხაზანი-ბათუმის მიმართულებით განახორციელებს, კონკრეტული დღეები კი როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გვითხრეს დაზუსტებული არ არის.