ქობულეთში საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩაინგრა

28 თებერვალი 2018, 00:00 3504 ნახვა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის 217 ნომერში, საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩაინგრა.

შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.

ისინი ყვებიან, რომ დაახლოებით 25 წლის წინ სახლს პატარა სამზარეულო მიაშენეს, დღეს სწორედ ამ ოთახის იატაკი ჩავარდა.

ქობულეთში დაზიანებულ სახლთან სამართალდამცველები მივიდნენ. რამ გამოიწვია იატაკის ჩანგრევა, ჯერ-ჯერობით უცნობია. მიმდინარეობს მოკვლევა. 

ამავე კატეგორიაში