ქობულეთში დაზიანებული სახლები შეისწავლეს

27 თებერვალი 2018, 00:00 3278 ნახვა

ხარვეზი მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამებში, თუ უყურადღებოდ დარჩენილი ბენეფიციარები - ქობულეთში სიძველით დაზიანებული სახლებისთვის სპეციალური პროგრამა არ არსებობს, რის გამოც ზოგიერთი ოჯახი საფრთხის შემცველ სახლში ცხოვრობს, ზოგი კი ღია ცის ქვეშაა დარჩენილი.

სოციალური სააგენტოს ქობულეთის განყოფილების ინფორმაციით ბოლო ორი თვის განმავლობაში ასეთი 40 სახლი აღწერეს, რომელთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მერია სამომავლოდ აღნიშნული საცხოვრებლების შესწავლის პირობას დებს, თუმცა გაითვალისწინებს თუ არა ფინანსური დახმარების საკითხს?

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი