მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ათონის მთაზე გაბრწყინებული წმინდა მამების დღეს ზეიმობს. მათ ღვაწლზე, თავის საკვირაო ქადაგებაში, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში ისაუბრა. ილია მეორემ, რწმენის სიმტკიცის მნიშვნელობასა და ქართველი ათონელი მამების ცხოვრებაზე გაამახვილა ყურადღება.