რატომ უქმდება ხულოს საგამოცდო ცენტრი ?

26 თებერვალი 2018, 00:00 2281 ნახვა

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ცნობილი ხდება რომ საგამოცდო ცენტრი გაუქმდება ხულოში, ოზურგეთსა და ფოთში. აბიტურიენტები გამოცდებს მხოლოდ იმ ქალაქებში ჩააბარებენ, სადაც უმაღლესი სასწავლებლებია განთავსებული. მაგალითად ხულოში გასულ წელს სულ 300 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული და როგორც ამბობენ, ამ რაოდენობის ათვისებას ბათუმის საგამოცდო ცენტრი შეძლებს.

კიდევ ერთი სიახლე კალმებს ეხება, ცნობილია რომ წელს აბიტურიენტებს გამოცდაზე მისვლა საკუთარი როგორც შავი, ისე ლურჯი ტუშის კალმის შეტანის უფლება ექნებათ. უცვლელი რჩება საგამოცდო საგნებისთვის დაწესებული მინიმალური ბარიერი და საგამოცდო დროები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი