ცხინვალმა ტატუნაშვილის ცხედრის  გადმოცემაზე  უარი განაცხადა

26 თებერვალი 2018, 00:00 1673 ნახვა

დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს. ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. გაირკვა, რომ ცხედრის საფუძვლიანი ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც, რუსეთის ფედერაციის საექსპერტო ბიუროს მიმართეს და აღნიშნულ პროცედურებს და ექსპერტიზას რამდენიმე დღე დასჭირდება.  

რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ, ქართულმა მხარემ ერგნეთში გამართულ არაგეგმურ შეხვედრაზე კონკრეტული პასუხი ვერც ამ ორი პირის გათავისუფლებაზე მიიღო. თუმცა, სუს-ის წარმომადგენლის, თქმით, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დღის ბოლომდე კიდევ შედგება და ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ უფრო კონკრეტულ პასუხებს მიიღებენ. 

ამავე კატეგორიაში