დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს ხელვაჩაურში. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი ხელვაჩაურის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან დაღუპული მეომრების ნათესავებიც იმყოფებოდნენ.