ხულოს მერს სამის ნაცვლად ორი მოადგილე ეყოლება

25 თებერვალი 2018, 00:00 1511 ნახვა

სამის ნაცვლად, ხულოს მერს ორი მოადგილე ეყოლება. გოჩა მელაძის განცხადებით, სამუშაოს სრულყოფილად შესრულებისთვის ორი მოადგილე საკმარისია.

ახალ მოადგილედ, მან დავით ვანაძე წარადგინა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს, აჭარის რეგიონალური მთავარი სამმართველოს  სამსახურის უფროს ინსპექტორად მუშაობდა, ხოლო მერის პირველი მოადგილე - ლაშა ბოლქვაძეა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი