ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე სასამართლოს თავმჯდომარეს დავით მამაისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. "მთავარში" მოსამართლემ განაცხადა, რომ მას თავმჯდომარესთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების გამო დევნიდნენ.
ირაკლი შავაძე ამბობს, რომ მას უვადოდ განწესებაზე უარი დავით მამისეიშვილთან დაპირიპირების გამო ეთქვა. დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად ის ქობულეთში ხანძრის საქმეზე ბრალდებულ ზაზა ართმელაძის საქმეს ასახელებს და ამბობს, რომ პატიმრობის შეფარდება დავით მამისეიშვილის პირად ინტერესებს ემმახურებოდა.
ირაკლი შავაძე ასევე ამბობს, რომ მამისეიშვილი სრულად აკონტროლებს მოსამართლეების თავისუფალ ნებას. ირაკლი შავაძე 11-12 მარტის ბათუმის მოვლენების საქმეს განიხილავდა, თუმცა მოგვიანებით ის შეიცვალა.