სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

24 თებერვალი 2018, 00:00 1864 ნახვა

დე-ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველად მიზეზად გულის შეტევა დაასახელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმის ამოქმედების შედეგად, დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 22 თებერვალს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის „გულის შეტევა (ე.წ. ინფარქტი)“.  

უწყების განცხადებაში, წერია რომ  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების, ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის უკანონო დაკავების საკითხი დღის წესრიგში დადგება. 

პირველ მარტს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა შეხვედრაა ჩანიშნული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი