დავით მამისეიშვილი ირაკლი შავაძის ბრალდებებს უპასუხოდ ტოვებს

24 თებერვალი 2018, 00:00 2172 ნახვა

მოსამართლე ირაკლი შავაძე, რომელსაც უვადო მოსამართლედ განმწესებაზე იუსტიციის საბჭომ უარი უთხრა, “მთავართან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილთან დაპირისპირების შედეგია.

მოსამართლე იხსენებს, რომ ყველაზე დიდი დაპირისპირება, ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის"  საქმეზე დაიწყო. ირაკლი შავაძე ამბობს, რომ ზაზა ართმელაძეს, რომელიც ბრალდებული იყო, დავით მამისეიშვილმა პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ირაკლი შავაძემ “მთავარის” ეთერში თქვა, იუსტიციის საბჭოს წევრებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ორგანიზებით, იუსტიციის საბჭოში მის წინააღდეგ 5 საჩივარი შეიტანეს, მათ შორის ბათუმის N3 საპყრობილის ადმინისტრაციიდან. თამუნა გაზდელიანი მუშაობს თემაზე, ის ესაუბრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში