შიდა სასოფლო გზის კეთილმოწყობას ითხოვს საციხურის მოსახლეობა. როგორც ადგილობრივები ამბობენ გზაზე არსებული ორმოები გადაადგილებას ართულებს. აჭარის საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ რომ მიმდინარე წელს აგარა-საციხურის მიმართულებით 1200 მეტრი სიგრძის ბეტონის საფარი დაიგება.
ჯამში ხულოში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმწოყობისთვის 10 მილიონ 260 ათასი ლარი დაიხარჯება. დაგეგმილია 33 ხელოვნური ნაგებობის გაკეთება, მოეწყობა ორი ხიდი. ჯამში მიმდინარე წელს 45 პროექტის განხორციელება იგეგმება.