ქედაში გენდერული საბჭოს შექმნა იგეგმება

24 თებერვალი 2018, 00:00 1644 ნახვა

გენდერული საბჭოს შექმნა იგეგმება ქედაშიც. საკრებულომ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა. დებულების თანახმად გენდერული საბჭო ხუთი წევრისაგან დაკომპლექტდება. საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატს საკრებულოს თავმჯდომარე დაასახელებს, რომელსაც დეპუტატები კენჭს უყრიან.

საბჭოს მიზანი საკანონმდებლო ორგანოში ქალთა როლის გაზრდა და საქმიანობაში ჩართულობა იქნება. საკრებულოს სხდომაზე „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამაც“ განისაზღვრა, რომელიც 5300 ლარით დაფინანსდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი