ხულოში ადგილობრივებს სხვადასხვა ღვაწლისთვის სპეციალური მადლობის ბარათები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა დარგში მოღვაწე 30 ადამიანი შეარჩიეს. გაიმართა კონცერტიც, რომელშიც ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.