ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საქმეზე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები მუშაობენ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მეზღავურებს არ აქვთ ადვოკატის მომსახურების, საკვების მიწოდების და სამედიცინო მომსახურების პრობლემა.
ლიბიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაური ტანზანიის დროშით მცურავი თურქული გემის ეკიპაჟის წევრები არიან. გემი ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 30 აგვისტოს დააკავა. ტანკერს სავარაუდოდ ტვირთი არალეგალურად გადაჰქონდა.