ბესიკ ბაუჩაძემ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება წარადგინა. თუ სად გააგრძელებს ხულოს ყოფილი გამგებელი და საკრებულოს წევრი მოღვაწეობას უცნობია, იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, იგი საარქივო სამმართველოში დასაქმდება.
ბესიკ ბაუჩაძე თვითმმართველობის არჩევნების დროს „ქართული ოცნების„ სიის მეორე ნომერი იყო. საკრებულოს თავმჯდომრის ინფორმაციით ,ბაუჩაძეს რამაზ ძირკვაძე ჩაანაცვლებს.