აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა - ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის გევრდზე გამოქვეყნდა. უწყების ინფორმაციით, შიდა საკადრო ცვლილებები მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება.
აჭარის გარდა ცვლილებები განხორციელდა საქართველოს მასშტაბით. მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა, დასავლეთ საქართველოს პროკურორად კი შოთა ტყეშელაშვილი. ცვლილებებია სხვა რეგიონებშიც, კახეთში ლევან პაქსაშვილი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ხოლო სამცხე - ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნენ.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე მუშაობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგრძელებენ.
ფოტო: პროკურატურის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო