მიიღებს თუ არა წარმოებაში ე.წ-ლი ციანიდის საქმის ადვოკატების სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო

22 თებერვალი 2018, 00:00 1826 ნახვა

მიიღებს თუ არა წარმოებაში ე.წ-ლი ციანიდის საქმის ადვოკატების სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო ეს უცნობია. ორი დღის განმავლობაში სასამართლო მხარეთა პოზიციების ისმენდა. გაუთქმელობის ვალდებულებასთან დაკავშირებული ნორმები ბუნდოვანია და  არათანაბარ პირობებში აყენებს დაცვის მხარეს-აცხადებენ ე.წ-ლი ,,ციანიდის საქმის” ადვოკატები  და სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმას ასაჩივრებენ, რომელიც მხარეებს გამოძიების მიმდინარეობისას საქმის შესახებ მონაცემების გახმაურებას უკრძალავს.

მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ მათ ამის გამო ვერ შეძლეს სრულყოფილი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ეს ყველაფერი კი მათი თქმით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის სამართლიანი  დაცვისა და  სამართლიანი სასამართლოების უფლებებს, დისკრინამციის აკრძალვასა და გამოხატვის თავისუფლებას. დაკავებული დეკანოზის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდების მხარეს ეს შეზღუდვა არ აქვს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი