კერძო სახლიდან კერძო სახლში – 2 წლის წინ დაწყებული და დღემდე დაუსრულებელი მშენებლობის გამო, ტუნაძეების სკოლის 100-მდე მოსწავლეს სასწავლო ადგილის გამოცვლა უკვე მესამედ მოუხდა.
ადგილობრივები ფიქრობენ რომ ერთხელ უკვე შეჩერებული პროექტი, შესაძლოა კიდევ შეფერხდეს, რადგან მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობს. სამინისტროში კი ირწმუნებიან რომ ახალ სასწავლო წელს მოზარდები ახალ სკოლაში შეხვდებიან.