მავნებლით გამოწვეული ზიანი - ხულოში ხეები ხმება

20 თებერვალი 2018, 00:00 2527 ნახვა

მავნე მწერი მაღალმთიან აჭარაში და განადგურებული ტყეები. მავნებელი, რომელსაც სხვადასხვა ტიპის ქერქიჭამიას უწოდებენ წიწვოვან ხეებს ახმობს, მათი დროული მოჭრა კი სხვა ხეების გადასარჩენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მწერი უკვე გავრცელებულია ხულოსა და შუახევის სოფლებში, მათ შორის საცხოვრებელ სახლებთან ახლოს.  სატყეო სააგენტოში ირწმუნებიან რომ მწერი არ ვნებს ადამიანს. 6000-მდე ხაფანგი მოაწყო სააგენტომ წიწვოვან ტყეებში, ამ დრომდე 20 კილოგრამი მწერის შეგროვება მოხერხდა, რაც დაახლოებით 5 მილიონ მწერს უდრის.  

კენწეროს ქერქიჭამიასა და ლაფანჭამიასთან საბრძოლველად ბიოლოგიურ მტერსაც იყენებენ. უნდა აღინიშნოს, რომ გვალვა მწერზე დადებითად მოქმედებს, შესაბამისად დათბობასთან ერთად მავნებელი აქტიურდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი