რას ნიშნავს K2 კოეფიციენტი - რაზე თქვა უარი აჭარის მთავრობამ

20 თებერვალი 2018, 00:00 4558 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ეკონომიკის მინისტრი უარს ამბობენ K2 კოეფიციენტის შუამდგომლობით მერიას მიმართონ.

რას ნიშნავს K2 კოეფიციენტი?

ქალაქ ბათუმში, საკრებულოს დადგენილებით, ყველა უბანში არსებობს განსაზღვრული სიმაღლე თუ რა მასშტაბის შენობის აგებაა  შესაძლებელი. თუ დაინტერესებულ ინვესტორს, დადგენილი სიმაღლის  60%-ზე მაღალი შენობის აგება სურდა, მიმართავდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარის ეკონომიკის მინისტრს, ქვეყნის პერმიერ-მინისტრსა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს.

ამ 4 უწყების ხელმძღვანელი პირიდან ერთ-ერთი, პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობის მიხედვით, მიმართავდა ბათუმის მერიას შუამდგომლობით, რომ დაშვებულიყო გამონაკლისი და განსაკუთრებული პროექტისთვის მერიას მშენებლობის ნებართვა გაეცა. 

უწყებათა შორის კოორდინირებული მუშაობის ეს მოდელი ბათუმის მერიამ 2013 წელს მიიღო.  გია რამიშვილი, რომელიც 2013 წელს ქალაქის მთავრი არქიტექტორი იყო, მაუწყებელთან საუბრის დროს განმარტავს, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება ეფექტური უნდა ყოფილიყო, როცა რამდენიმე სტრუქტურა პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა ქალაქში ძალიან მაღალი ან განსაკუთრებული პროექტების განხორციელების საკითხს. 

"ვფიქრობდით,  K2 კოეფიციენტის გაზრდის მოთხოვნით მთავრობა წელიწადში მაქსიმუმ 2-3 შემოვიდოდა.  პროექტები კი იქნებოდა მნიშვნელოვანი  ქალაქის განვითარებისთვის, საინვესტიციო ან სტრატეგიული კუთხით, თუმცა სამწუხაროდ ეს რეალობა ვერ მივიღეთ. არჩილ ხაბაძემ მგონი 200-მდე ობიექტზე შეიტანა შუამდგომლობა.  ამან  სისტემატური და არასწორი სახე მიიღო" - ამბობს გია რამიშვილი. 

ზუსტი სტატისტიკა, რამდენ მშენებლობაზე გაიცა K2 კოეფიციენტი ანუ დაშვებულზე დიდი მასშტაბით რამდენ სახლის აიგო ბათუმში, ამ ეტაპზე აჭარის მაუწყებელს არ აქვს. ჩვენ ინფორმაცია მერიიდან გამოვითხოვეთ. 

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის გადაწყვეტილებით, k2 კოეფიციენტის შუამდგომლობის უფლებამოსილებაზე უარს აცხადებს. შუამდგომლობით აღარ ისარგებლებს არც აჭარის ეკონომიკის მინისტრი. დარჩება თუ არა ეს უფლება პრემიერსა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ამ ეტაპზე უცნობია. 

ამავე კატეგორიაში