თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა. ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ბაღის თანამშრომლების ინფორმაციით, ჩუტყვავილას ინფექცია, ბაღის კიდევ 2 აღსაზრდელს დაუფიქსირდა, რომლებიც მკურნალობის შესაბამის კურსს გადიან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ჩვეულებრივ ყოველწლიურად ჩუტყვავილას 8-10 ათასი შემთხვევა ფიქსირდება.