ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა

19 თებერვალი 2018, 00:00 3538 ნახვა

დაჭრა ცივი იარაღით ქობულეთში. ოჯახური კონფლიქტი სისხლის სამართლის დანაშაულამდე მივიდა – გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მეზობლები გვიყვებიან რომ ინციდენტის შემდეგ დაჭრილი ეზოში იპოვეს, რომელსაც უკვე ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციას ჯერ ბრალი ოფიციალურად არავისთვის წარუდგენია, სავარაუდო ბრალდებული დაჭრილის ცოლია, რომლებმაც დღეს არ ისურვა ჟურნალისტებთან საუბარი, მანამდე კი მეზობლების თქმით ფაქტის შესახებ პოლიციელებს თავად მოუყვა, მოტივად კი მისი ფიზიკური შეურაცხყოფა დაასახელა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი