ორმხრივი შეხვედრები პარტნიორებთან

18 თებერვალი 2018, 00:00 2207 ნახვა

„ჩვენი თანამშრომლობა როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას, თითოეული მოქალაქის დაცულობას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“ - ამ სიტყვებით შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ორმხრივი შეხვედრები, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

განხილვის მთავარი თემა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი ასპექტები იყო. მინისტრმა ნორვეგიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს მონაწილეობა სკანდინავია - ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების დისკუსიებში გააქტიურდება, მრავალეროვნული წვრთნებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით კი,  ქართული მხარე ახლო მომავალში ნორვეგიას ესტუმრება. გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე კი განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში  ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდნენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი