ქობულეთის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. მირიან ქათამაძის განცხადებით შეიცვლება მერიის სტრუქტურა, გაუქმდება ან გაერთიანდება განყოფილებები და სამსახურები. მუნიციპალიტეტის მერი არც ახალი სამსახურების დამატებას და არც შტატების შემცირებას გამორიცხავს. რეორგანიზაციის შედეგად მოხდება თანამშრომელთა სხვადასხვა პოზიციებზე გადანაწილება.
რეორგანიზაცია სამ ეტაპად ჩატარდება: თავდაპირველად მოხდება რეორგანიზაციის დაგეგმვა, მეორე ეტაპზე მომზადდება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები და შემუშავდება ორგანიზაციური სტრუქტურის პროექტი, ხოლო მესამე ეტაპი შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობას ითვალისწინებს.