სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის მონაცემებით, შუახევის მუნიციპალიტეტს უამინდობამ 110 ათას ლარამდე ზარალი მიაყენა. სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების აღდგენა ამ დრომდე მიმდინარეობს. სამუშაოებს ადგილობრივებთან ერთად ჰესების მშენებარე კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" წარმომადგენლები ანხორციელებენ. ზუსტი მონაცემები თუ რა ოდენობის ზარალი მიაყენა წვიმამ და მეწყრულმა პროცესმა საგზაო ინფრასტრუქტურას ორშაბათს გახდება ცნობილი.