წყლის რეზერვუარის მშენებელობა

17 თებერვალი 2018, 00:00 2100 ნახვა

ახალსოფელში სასმელი წყლის რეზერვუარები შენდება, რომელიც  920 ოჯახს მოამარაგებს. წლების განმავლობაში ახალსოფლის მოსახლეობას წყალი არასრულად მიეწოდება.

ახალ რეზერვუარს  ფილტრისა და დაქლორვის დანადგარები ექნება. სამშენებლო სამუშაოები ხელვაჩაურის მერმა მოინახულა, ჯუმბერ ვარდმანიძის ინფორმაციით პირველი ეტაპი მუნიციპალიტეტს სექტემბერში ჩაბარდება. პროექტი სრულად 4 მილიონი ლარით ფინანსდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში